ფეხბურთი

23:48 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას გოლი და ჯაბა კანკავას საგოლე პასი სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მეათე ტურის გამოტოვებული შეხვედრა „ზლატე მორავცესთან“ 4:1 მოიგო, რაშიც გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ დიდი წვლილი შეიტანეს.

ორივემ მოედანზე 90-90 წუთი გაატარა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია. 24-ე წუთზე კანკავამ საგოლე პასი მიითვალა და ანგარიში ვლადიმირ ვაისმა უმცროსმა გახსნა.

62-ე წუთზე კუთხურის დროს შეტევაში კაშია ჩაერთო და გოლიც გაიტანა, მიმდინარე სეზონში - მეოთხე. გურამისთვის ეს მეორე გოლია სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, გარდა ამისა, თავი ერთხელ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ერთხელაც კონფერენს ლიგაზე გამოიჩინა. თავის მხრივ, კანკავას აქტივში 1 გოლთან ერთად 2 საგოლე პასია.

„სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატს 18 ტურის შემდეგ 41 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურის მატჩს 11 თებერვალს „დუნაისკა სტრედასთან“ გამართავს, მანამდე სლოვაკეთში ზამთრის პაუზა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118234