ავტოსპორტი

22:35 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო რედ ბულში მესამე პილოტად დაბრუნდა

მას შემდეგ, რაც „მაკლარენს“ კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტაზე დათანხმდა, ავსტრალიელი დანიელ რიკარდო ფორმულა 1-ში ადგილის გარეშე დარჩა. თუმცა დაბრუნების შანსი აქვს - სეზონის დასრულებისთანავე, კონტრაქტი გააფორმა „რედ ბულთან“, რომელშიც მესამე, იგივე სარეზერვო პილოტის რანგში იქნება.

რიკარდო „რედ ბულში“ 2014-2018 წლებში ასპარეზობდა, მანამდე ორი სეზონი კი ხარების შვლობილ გუნდ „ტორო როსოში“ (ახლანდელ ალფატაურიში) გაატარას. შემდეგ კი „რენოში“ და „მაკლარენში“ იყო.

„მიხარია, რომ შინ, რედ ბულში ვბრუნდები. მომავალ სეზონში მათი მესამე პილოტი ვიქნები. იმის შესაძლებლობა, რომ ფ1-ის საუკეთესო გუნდს ვემსახურო და მათი წევრი ვიყო, ენერგიით შევსების შანსს მაძლევს“, - ამბობს რიკარდო, ვისაც ფ1-ში რვა რბოლა აქვს მოგებული.

ავსტრალიელი პილოტის „რედ ბულში“ დაბრუნება მოსალოდნელი იყო. გუნდი ამ ამბის გამოსაცხადებლად, მხოლოდ კონტრაქტის გაფორებას ელოდა. პირობები აბუ დაბის დიდ პრიზამდეც შეთანხმებული იყო. აბუ დაბიში რიკარდომ აღიარა, რომ „ჰაასის“ შეთავაზება უარყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა გუნდმა ნიკო ჰულკენბერგის მიწვევა.

რიკარდო „რედ ბულში“ სიმულატორზე იმუშავებს, მონაწილეობას მიიღებს ტესტებზე და კომერციულ ღონსძიებებში, რომლებშიც მსოფლიოს ქალაქებში „რედ ბულის“ საჩვენებელი გამოსვლებიც შედის. ავსტრალიელმა პილოტმა აბუ დაბიში განაცხადა, რომ მომავალი სეზონის 24-ვე რბოლის დასწრება, მის ვალდებულებებში არ შედის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113557