ფეხბურთი

10:52 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მუნდიალისთვის მზადაა

პორტუგალიის ნაკრების დიდვარსკვლავმა და კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადაა. პორტუგალიელები ტურნირის პირველ მატჩს 24 ნოემბერს გამართავენ განის ეროვნული ნაკრების წიააღმდეგ.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ტურნირისთვის მზად ვარ. დიდი მიზნები გვაქვს. მსოფლიო ჩემპიონატი ხომ განსაკუთრებული რამ არის. ამ დროს მსოფლიო ჩერდება და მილიარდობით ადამიანი გიყურებს.“ - ციტირებს კრიშტიანუს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ განას გარდა, პორტუგალიელთა ჯგუფში ურუგვაის და სამხრეთ კორეის ნაკრებებიც არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114973