ფეხბურთი

10:48 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩიმ იტალიის ნაკრების ქომაგი ავტობუსიდან გააძევა (+VIDEO)

იტალიის ნაკრების კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი სამშობლოში კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც გამოცდილმა მცველმა გუნდის ავტობუსიდან ერთ-ერთი გულშემატკივარი გააძევა.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალბატონი „სკუადრა აძურას“ ავტობუსში ავიდა თავის კუმირებთან ფოტოს გადასაღებად და ამტკიცებდა, რომ რობერტო მანჩინისგან ამის ნებართვაც აიღო.

მიუხედავად ამისა, იტალიელი ფეხბურთელები მას გაკვირვებული უყურებდნენ, ხოლო უკანა რიგებში მყოფი ბონუჩი სავარძლიდან წამოდგა და ქომაგს უხეშად მიმართავდა: „არა, არა, ჩადი, სწრაფად ჩადი!“

ბონუჩის ამ ჟესტს გულშემატკივრების მხრიდან ბუნებრივია, რომ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების კაპიტანს რთული სეზონი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ტურინულ გრანდში კაპიტანია, ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მასიმილიანო ალეგრი მას განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში არ სწყალობს.

რობერტო მანჩინი 35 წლის მცველს ისევ მნიშვნელოვან ფიგურამ მიიჩნევს და ნაკრებში მუდმივად ენდობა. ბონუჩი „სკუადრა აძურას“ წევრი 2010 წლიდანაა და 119 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ევრო 2020-ის ფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11714