ფეხბურთი

11:06 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი: "კაკა კვარაცხელიასთან შედარებით სხვა დონის ფეხბურთელი იყო"

მილანის „ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მეკარე ჟულიო სეზარმა „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტოს მოგება შეუძლია.

გარდა ამისა, ჟულიო სეზარს ხვიჩა კვარაცხელიასა და რიკარდო კაკას შედარება სთხოვეს და ბრაზილიელმა თავისი თანამემამულე აირჩია.

„ნაპოლი“ ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ჩემპიონობა ვერ მოახერხა. მომწონს, გუნდი, ზოგადად კლუბი, მაგრამ განსაკუთრებით ტიფოზები. ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველა იგრედიენტი არსებობს, რომ სკუდეტოს მოგებას შეეცადონ. კვარაცხელია, როგორც კაკა? შედარებები არ მიყვარს, მაგრამ კაკა სულ სხვა დონის მოთამაშე იყო“, - თქვა ჟულიო სეზარმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103704