10:48 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მუკოკო - ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი 68 წლის შემდეგ

გერმანიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ომანის ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი დებიუტანტმა, ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანა მე-80 წუთზე.

დორტმუნდელი იუსუფა მუკოკო კი, 17 წლის და 361 დღისა გერმანიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა 1954 წლის შემდეგ, როცა უვე ზეელერს ჰქონდა დებიუტი ბუნდესნაკრებში 17 წლისას და 345 დღისას.

დაბრუნდა კოვიდგადატანილი ნეკარე მანუელ ნოიერიც.

0.108063