ფეხბურთი

23:21 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძემ ლეგენდების მატჩში ითამაშა და დუბლი შეასრულა (+VIDEO)

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ დიეგო მარადონასადმი მიძღვნილ საქველმოქმედო ლეგენდების მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

არველაძემ მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა და ანგარიში მერვე წუთზე გახსნა, ხოლო 21-ე წუთზე დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი 3:1 დააწინაურა. შოთა „თეთრი გუნდის“ (სკუადრა ბიანკა) რიგებში თამაშობდა, რომელიც „ცისფერი გუნდის“ (სკუადრა აძურა) წინააღმდეგ 3:4 დამარცხდა.

„სკუადრა ბიანკას“ შემადგენლობა: რიკარდო, საბალეტა, ბურდისო, აბიდალი, კანდელა, რაკიტიჩი, რონალდინიო, მხითარიანი, სტოიჩკოვი, ალმეიდა, არველაძე.

შეცვლაზე ითამაშეს: ვაინდეფელერი, ოსვალდო, გალანტე, ძუკულინი, ზე მარია, ვალიეხო, მარადონა ჯუნიორი, როდრიგესი, დომინგესი, ლეგროტალიე

„სკუადრა აძურას“ შემადგენლობა: ფრეი, ბრუნო ალვეში, ფერარა, ძაკარდო, ინლერი, პეროტი, დი ბიაჯო, კანიჯა, იმობილე, კლოზე, დი ნატალე

შეცვლაზე ითამაშეს: პერეირა, კუფრე, ჟორჟე ანდრადე, ვორონინი, ბენარივო, ძაკანი, კატალდი, კოლონეზე, იაკუინტა.

აქვე გეტყვით, რომ შოთა არველაძის დარად დუბლი შეასრულა ანდრეი ვორონინმა, თითო გოლი კი უგო ალმეიდას, ანტონიო დი ნატალესა და ვინჩენცო იაკუინტას ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106982