ფეხბურთი

19:17 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ჩავის ვენდობით, მის გათავისუფლებაზე წუთითაც არ მიფიქრია"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩავის გათავისუფლებაზე საერთოდ არ უფიქრია. როგორც მან თქვა, ჩავის სრული ნდობა აქვს გამოცხადებული.

„არასდროს მიფიქრია ჩავის გათავისუფლებაზე, არც ერთი წუთით. ჩვენს მწვრთნელს 100%-ით ვენდობით და მისით ვამაყობთ. ის იცნობს კლუბს, ესმის რა მომენტში ვართ და ისიც იცის, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. ტრანსფერები იანვარში? „ბარსელონა“ გაზაფხულზე ევროპა ლიგაზე ითამაშებს, შესაბამისად, ზამთარში ტრანსფერები რთული იქნება“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11371