ფეხბურთი

2:07 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ საშობაო ჩემპიონია

პრემიერლიგის შაბათის სათამაშო დღე სენსაციით დაიწყო. „ბრენტფორდმა“ სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ მოუგო და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ქალაქელები“ „ეტიჰადზე“ დაამარცხა.

„ფუტკარმა“ აივენ ტოუნიმ დუბლი მიითვალა, გამარჯვების გოლი კი 98-ე წუთზე გაიტანა. ცოტა გაუმართლათ კიდეც, როცა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს.

ანუ, უკვე ცხადი იყო, რომ ვულვერჰემპტონში გასამართი მატჩის მიუხედავად, ლიდერი „არსენალი“ საშობაო ჩემპიონი იყო. „მთოფეები“ „ქალაქელებს“ ორი ქულით უსწრებდნენ. მომდევნო ტური კი 26 დეკემბერსაა ჩანიშნული.

მიკელ არტეტას შეგირდებმა ამჯერადაც კარგად ითამაშეს და ბრძოლაში დაამარცხეს მასპინძელი „მგლები.“ დაამარცხეს და „სიტის“ 5 ქულით გაუსწრეს. დუბლი მიითვალა სტუმართა ნორვეგიელმა მარტინ ედეგორმა.

ასევე დუბლი შეასრულა ლივერპულელმა დარვინ ნუნიესმაც (ეს ურუგვაელის პირველი ორგოლა გახლდათ მერსისაიდული კლუბის მაისურით). „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ იოლად მოუგო და სტუმართა ახალდანიშნულ მწვრთნელ ნათან ჯონსს დებიუტი ჩაუმწარა.

მაგრად იბრძოლეს „ტოტენჰემმა“ და „ლიდსმა.“ მათ ერთმანეთს შვიდი გოლი გაუტანეს. სტუმარი ლიდსელები სამჯერ იგებდნენ, მაგრამ ჩრდილოლონოდონელები ათანაბრებდნენ. ბოლოს კი ისევ დუბლი, რომელიც როდრიგო ბენტანკურმა ორი წუთის ინტერვალში შეასრულა და „დეზებს“ ზღაპარში გაამარჯვებინა. ლიდსელები ბოლოს კაცნაკლულნიც დარჩნენ. მსაჯმა 87-ე წუთზე ტაილერ ადამსს მეორე ყვითელი უჩვენა.

„ნიუკასლი“ აღარ ხუმრობს. ახალმა მფლობელებმა შესანიშნავი სატრანსფერო კამპანია ჩაატარეს ზაფხულში და შედეგი სახეზეა. „კაჭკაჭებმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ჯამში კი ლიგაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს. მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩებიან.

„ჯორდებმა“ ამჯერად „არისტოკრატებს“ ჯო უილოკის გოლით მოუგეს. „ჩელსი“ კი ლიგაში მიჯრით მესამედ დამარცდა და არცთუ დიდი ხნის წინათ დანიშნულ მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს, სკამი კიდევ უფრო მძლავრად შეურყია. რას ერჩოდნენ ტომას ტუხელს?

მაშ ასე, ამ ტურის შემდეგ პრემიერლიგა პაუზას იღებს. წინ მსოფლიო ჩემპიონატია. ინგლისის უმაღლესი ლიგა კი 26 დეკემბერს განახლდება.

ინგლისი

პრემიერლიგა

მე-16 ტური. 12 ნოემბერი

სიტი- ბრენტფორდი 1:2

მაჩესტერი. „ეტიჰადი“

0:1 ტოუნი (1), 1:1 ფოდენი (45+1), 1:2 ტოუნი (90+8)

სიტი: ედერსონი, კანსელუ (ალვარესი 87), ლაპორტი, აკანჯი, სტოუნზი, დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი, ფოდენი, ჰოლანდი, ბერნარდუ სილვა

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ბრენტფორდი: რაია, პიკოკი, მი, ზანკა, როერსლევი, ონიენკა (დასილვა 87), იანელტი (ნერგორი 62), იენსენი, ჰენრი, ტოუნი, მბეუმო (ვისა 73)

მწვრთნელი: ტომას ფრანკი

მსაჯი: პიტერ ბენქსი

გაფრთხილება: ჰოლანდი (37), კანსელუ (84); მბეუმო (72), იენსენი (90+1)

ვულვერჰემპტონი - არსენალი 0:2

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ“

0:1, 0:2 ედეგორი (55, 75)

ვულვერჰემპტონი: სა, სემედუ (ლემბიკისა 68), კოლინზი, კილმენი, ტოტი (ნუნეში 80), ბუენო, ნევესი, ბუბაქარ ტრაორე, მოუტინიუ (პოდენსე 68), ადამა ტრაორე, გედეში

მწვრთნელი: სტივ დევისი

არსენალი: რემსდეილი, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ზინჩენკო (სოარეში 90+1), პარტეი, ჯაკა (ვიეირა 16, ელნენი 90+1)), ედეგორი, საკა (ნელსონი 90+1), მარტინელი, ჟეზუსი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ტოტი (37), ბუბაქარ ტრაირე (45+1), ბუენო (90+2); პარტეი (52), გაბრიელი (60)

ლივერპული - საუთჰემპტონი 3:1

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 ფირმინო (6), 1:1 ადამსი (9) 2:1, 3:1 ნუნიესი (21, 42)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (ფილიპსი 87), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი (ციმიკასი 86), ფაბინიო, ალკანტარა, ელიოტი (მილნერი 68), ფირმინო (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 75), სლაჰი, ნუნიესი (კარვალიუ 87)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

საუთჰემპტონი: ბაზუნუ, ბელა-კოტშაპი (ლიანკო 72), ჩალეტა-ცარი (მეიტლანდ-ნაილსი 59), სალისუ, პერო, ლავია (არიბო 82), უორდ-პროუსი, ელიუნუსი, სტიუარტ არმსტრონგი (უოლკოტი 59), ადამსი, ადამ არმსტრონგი (ედოზი 59)

მწვრთნელი: ნეიტან ჯონსი

მსაჯი: საიმონ ჰუპერი

გაფრთხილება: ჩალეტა-ცარი (5), სალისუ (66)

ტოტენჰემი - ლიდსი 4:3

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური“

0:1 სამერვილი (10), 1:1 კეინი (25), 1:2 როდრიგო (43), 2:2 დევისი (51), 2:3 როდრიგო (76), 3:3, 4:3 ბენტანკური (81, 93)

ტოტენჰემი: ლორისი, ემერსონი (დოჰერტი 57), დაიერი, ლანგლე (სანჩესი 57), დევისი, პერიშიჩი, ბენტანკური, ჰოიბერგი, კულუშევსკი (მოურა 90), რიშარლისონი (ბისუმა 69), კეინი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ლიდსი: მელიე, კრისტენსენი (მატეო 89), კოხი, სტროიკი, როკა (ეილინგი 79), კუპერი, ადამსი, ერონსონი, სამერვილი, ნიონტო (გრინვუდი 46), როდრიგო (გელჰარდტი 89)

მწვრთნელი: ჯესი მარში

მსაჯი: მაიკლ სეილსბერი

გაფრთხილება: ბენტანკური (57); როკა (49), ადამსი (71)

გაძევება: ადამსი (87)

ნიუკასლი - ჩელსი 1:0

ნიუკასლი. „სენტ-ჯეიმს პარკი“

1:0 უილოკი (67)

ნიუკასლი: პოუპი, ბერნი, შერი, ბოტმანი (ტარგეტი 87), ტრიპიერი, ლონგსტაფი, გიმარაინსი, უილოკი (მერფი 85), ჟოელინტონი, ვუდი (უილსონი 76), ალმირონი

მწვრთნელი: ედი ჰაუ

ჩელსი: მენდი, ჩალობა, კულიბალი, ასპილიკუეტა (პულიშიჩი 46), ჰოლი (კუკურელია 73), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ლოფტუს-ჩიკი (ტიაგუ სილვა 7), მაუნტი (ზიეში 73), გალახერი, ბროია (ჰავერცი 73)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: რობერტ ჯონსი

აფრთხილება: ტრიპიერი (56), პოუპი (95), ლონგსტაფი (98), ლასელსი (99 მოედნის გარეთ); ჟორჟინიო (30), კულიბალი (89)

ვესტ ჰემი - ლესტერი 0:2

0:1 მედისონი (8), 0:2 ბარნსი (78)

ნოტინგემ ფორესტი - კრისტალ პალასი 1:0

1:0 გიბს-უაითი (54)

ბორნმუთი - ევერტონი 3:0

1:0 ტავერნიე (18), 2:0 მური (24), 3:0 ენტონი (70)

0.113231