ფეხბურთი

15:20 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალიუ სისემ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ განაცხადშია სადიო მანე, რომელსაც ტრავმა აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, სენეგალში იმედოვნებენ, რომ ის გამოჯანმრთელებას მოასწრებს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროგნოზი სრულიად განსხვავებული იყო. სენეგალის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ედუარ მენდი (ჩელსი, ინგლისი), ალფრედ გომისი (რენი, საფრანგეთი), სენი დიენგი (ქპრ, ინგლისი)

მცველები: კალიდუ კულიბალი (ჩელსი, ინგლისი), აბდუ დიალო (ლაიპციგი, გერმანია), იუსუფ საბალი (ბეტისი, ესპანეთი), ფოდე ბალო ტურე (მილანი, იტალია), პაპუ აბუ სისე (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ისმაილ იაკობსი (მონაკო, საფრანგეთი), ფორმოს მენდი (ამიენი, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: იდრისა განა გეიე (ევერტონი, ინგლისი), შეიხუ კუიატე (ნოტინგემი, ინგლისი), ნამპალის მენდი (ლესტერი, ინგლისი), კრეპინ დიატა (მონაკო, საფრანგეთი), პაპე გეიე (მარსელი, საფრანგეთი), პაპე მატარ სარი (ტოტენჰემი, ინგლისი), პატე სისე (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), მუსტაფა ნამე (პაფოსი, საბერძნეთი), მამადუ ლუმ ნდიაე (რედინგი, ინგლისი)

თავდამსხმელები: სადიო მანე (ბაიერნი, გერმანია), ისმაილა სარი (უოტფორდი, ინგლისი), ბულაიე დია (სალერნიტანა, იტალია), ბამბა დიენგი (მარსელი, საფრანგეთი), ფამარა დიედუ (ალანიასპორი, თურქეთი), ნიკოლას ჯექსონი (ვილიარეალი, ესპანეთი), ილიმან ნდიაე (შეფილდ იუნაიტედი, ინგლისი)

შეგახსენებთ, სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდების, კატარისა და ეკვადორის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13122