ფეხბურთი

19:55 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რის ჯეიმსი მსოფლიოს ჩემპიონტი გამოტოვებს

ლონდონის „ჩელსის“ მარჯვენა მცველი რის ჯეიმსი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. 22 წლის მცველი ტრავმირებულია და მუნდიალზე მისი თამაში რომ გამორიცხულია, თავადვე დაადასტურა.

„განადგურებული ვარ. იმ მომენტში, როცა მუხლი დავიზიანე, ვიცოდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე დაბრუნება რთული იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მაინც შევძლებდი. იმაზე მეტს ვმუშაობდი, ვიდრე შესაძლებელი იყო, რათა დაბრუნება მომეხერხებინა და ამის მჯეროდა. წარმატებები ბიჭებს, მალე დავბრუნდები“, - დაწერა ჯეიმსმა სოციალურ ქსელში.

რის ჯეიმსი „ჩელსის“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს და 134 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ინგლისის ნაკრებში კი დღემდე 15-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111353