ფეხბურთი

17:56 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი ლო ჩელსო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

ესპანური „ვილიარეალისა“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ჯოვანი ლო ჩელსო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Ole იტყობინება.

ლო ჩელსოს ბარძაყის ოპერაცია სჭირდება და ბუნებრივია მუნდიალამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. „ალბისელესტეს“ განაცხადში მის ადგილს სავარაუდოდ ეზეკიელ პალასიოსი დაიკავებს.

ჯოვანი ლო ჩელსო ბოლო დროს არგენტინის ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო და 41 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109867