ფეხბურთი

23:50 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ „ბაშაკშეჰირს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (3:3), ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე პასი მიითვალა.

ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 81-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ზე ლუიშს პასი გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 3:2 გახადა. მიუხედავად ამისა, ანტაკიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ქულას დასჯერდნენ.

27 წლის ქართველ ფეხბურთელს თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში გოლი არ გაუტანია, საგოლე პასი კი ორჯერ გააკეთა. „ჰატაისპორი“ 11 ქულით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ისტანბულსპორს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105656