ფეხბურთი

14:49 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” სონგით დაინტერესდა

“ვესტ ჰემის” კამერუნელი მოთამაშის ალექს სონგის დამატების სურვილი “ლივერპულს” გაუჩნდა. ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონში სემ ელერდაისის გუნდში ასპარეზობს, კატალონური “ბარსელონას” საკუთრებაა და ლონდონურ კლუბში არენდის წესით ირიცხება.

როგორც ბრიტანული გაზეთები იუწყებიან, ალექსმა “ვესტ ჰემის” რიგებში ჩატარებული კარგი თამაშების შემდეგ მიიპყრო ბრენდან როჯერსის ყურადღება. ინგლისელ მწვრთნელს “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველის დამატება იანვრის თვეში სურს, თუმცა მზადაა ზაფხულამდე მოიცადოს.

ალექს სონგს პრემიერლიგაში “არსენალის” რიგებში მაღალ დონეზე უთამაშია. სწორედ ვენგერის გუნდში კარგი ასპარეზობით დააინტერესა “ბარსელონა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114325