ფეხბურთი

13:00 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიკე "ბარსელონადან" გააცილეს: "აქ დავიბადე და აქ მოვკვდები" (+VIDEO)

ჟერარ პიკე „ბარსელონას“ და ფეხბურთს დაემშვიდობა. 35 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაცილება „ალმერიასთან“ მატჩში (2:0) შედგა და მან მოედანი 85-ე წუთზე დატოვა.

ცხადია, „კამპ ნოუ“ პიკეს სათანადოდ დაემშვიდობა, რომელმაც კატალონური კლუბის მაისურით დიდი ისტორია დაწერა.

„ეს არ არის დამშვიდობება, როგორც ბაბუაჩემმი ამბობდა, აქ დავიბადე და აქ მოვკვდები. ერთ დღესაც დავბრუნდები“, - აღნიშნა ჟერარმა.

შეგახსენებთ, ჟერარ პიკე „ბარსელონას“ აღზრდილია, შემდეგ მან კატალონური კლუბი დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, ერთი სეზონი კი იჯარით „სარაგოსაში“ გაატარა. 2008 წელს „ბარსას“ დაუბრუნდა და მას შემდეგ 616 მატჩში 52 გოლი გაიტანა. „ბლაუგრანაში“ პიკემ 8-ჯერ ლა ლიგა, 7-ჯერ სამეფო თასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-3-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, „მანჩესტერის“ რიგებში თითოჯერ გახდა პრემიერლიგის, ინგლისის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ესპანეთის ნაკრებში მან 2009-2018 წლებში 102 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2012 ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.129794