ფეხბურთი

15:52 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" კონკურენტი "სიონი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტური უშუალო კონკურენტებისა და პლეი-აუტის ზონაში მყოფი „გაგრასა“ და „სიონის“ შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, რითაც უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს.

გაგა კირკიტაძის გუნდი 34-ე წუთზე ნოდარ ლომინაძის გაძევების შემდეგ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში მოახერხა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება. ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიში თამაზ მაქაცარიამ გახსნა, ხოლო შემდეგ გიორგი ლომთაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მართალია, მალევე ნიკა ხორხელმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ შემდეგ „სიონს“ დავით ზურაბიანი გაუძევეს და მოედანზე ძალთა თანაფარდობა აღდგა.

საბოლოოდ, „გაგრამ“ 2:1 მოიგო, რის შედეგადაც 33 ქულა დააგროვა და კონკურენტს 3 ქულით გაასწრო, მომდევნო ტურში კი ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. „სიონი“ 30 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და წინ „საბურთალოსთან“ თამაში ელოდება.

„გაგრა“ – „სიონი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მაქაცარია (45), 2:0 ლომთაძე (47), 2:1 ნ. ხორხელი (54)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110485