ფეხბურთი

16:45 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სასუოლოს" მწვრთნელი: "საბედნიეროდ "ნაპოლის" სეზონში მხოლოდ ორჯერ ვეთამაშებით"

„სასუოლოს“ მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონიზიმ „ნაპოლისთან“ წაგებული მატჩი (0:4) გაიხსენა და თქვა, რომ საბედნიეროდ, ამ გუნდის წინააღმდეგ სეზონში მხოლოდ ორჯერ უწევთ თამაში.

„ბუნებრივია, რომ არ გვყავს საუკეთესო ფინიშერი ფეხბურთელები და ამიტომ, გარკვეულ საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებთ, მაგრამ დაცვაში ბევრად უკეთ უნდა ვიმუშაოთ, რადგან 4 გოლი არ უნდა გავუშვათ. როცა გოლს არ უშვებ, თამაშის მოგების უფრო მეტი შანსი გაქვს. „ნაპოლისთან“ ვერ ვითამაშეთ ჩვენს დონეზე, მაგრამ ეს იყო „ნაპოლი“, რომლის წინააღმდეგ საბედნიეროდ სეზონში მხოლოდ ორჯერ თამაში გვიწევს“, - თქვა დიონიზიმ.

შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10812