ფეხბურთი

14:23 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ქალთა ერთა ლიგასაც აფუძნებს

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ქალთა სანაკრებო შეჯიბრებებში ცვლილება შეიტანა. ამიერიდან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი სისტემა გადასხვაფერდება. ჩვეულებრივ საკვალიფიკაციო სისტემას ერთა ლიგაც დაემატება - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ახალ სისტემას 2023 წლის შემოდგომიდან გამოიყენებენ. ქალთა ერთა ლიგა სამდონიანი იქნება ოთხ და სამგუნდიანი ჯგუფებით და როგორც კაცებში ხდება, ნაკრებები დივიზიონებში აღზევდებიან და დაქვეთდებიან.

ოთხ სწელიწადში ერთხელ ერთა ლიგიდან გაირკვევა სამი ევროპული ნაკრები, რომლებიც ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებენ.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09703