ფეხბურთი

17:15 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურის სიმბოლურში

„კრაკოვიას“ მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.

ქართველი კონკრეტულად პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია და „ზაგლებიესთან“ მითვლილი საგოლე პასი ტურის სიმბოლურით დაუფასდა.

ოთარმა ხსენებულ შეხვედრაში მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავად ჩააწოდა და ბენჟამინ კალმანმა თავით ახლო მანძილიდან მარტივად გაიტანა, ხოლო კრაკოველებმა თამაში 2:0 მოიგეს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ოთარ კაკაბაძემ ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული, საკუთარ გუნდს კი გოლით და 2 საგოლე პასით დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115214