ჩოგბურთი

18:02 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის მეორე წრეში გავიდა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და პარიზის მასტერსის პირველი წრე დაძლია.

1/32 ფინალში ნიკოლოზი ფრანგ ქუენტინ ჰალისს გაეჯიბრა და საათსა 15 წუთში, ორ სეტში 6:3, 6:4 დაამარცხა. ქართველს პირველი სეტის მოსაგებად ერთადერთი ბრეიკი ეყო და ზუსტად იგივე სცენარი ჰქონდა მეორე სეტსაც, რომელშიც ნიკოლოზმა ასევე ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება, თავისი ჩაწოდება კი მას შეხვედრაში არ დაუთმია.

ბასილაშვილმა 2 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 15 ეისი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა და ამჟამად ასეულშიც აღარ არის, 106-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11757