ფეხბურთი

22:04 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გამარჯვების გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანული „საბაჰის“ ფეხბურთელმა დავით ვოლკოვმა „გაბალასთან“ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.

მე-12 ტურში „საბაჰმა“ მეტოქე სწორედ ქართველი თავდამსხმელის გადამწყვეტი გოლით დაამარცხა. ვოლკოვმა მეტოქე 93-ე წუთზე დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1. ის მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. ვოლკოვს მიმდინარე სეზონში 3 გოლი დაუგროვდა.

„საბაჰი“ 12 თამაშში მოპოვებული 31 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128449