ფეხბურთი

17:57 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში „კრაკოვიამ“ სტუმრად „ზაგლებიე“ 2:0 დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ კი საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა მცველმა 67-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში კარგად ჩააწოდა და ახლო მანძილიდან თავით ბენჯამინ კალმანმა ანგარიში გახსნა. დარჩენილ დროში სტუმრებმა მეორეც გაიტანეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.

„ზაგლებიეს“ რიგებში სათადარიგო იყო თორნიკე გაფრინდაშვილი, ხოლო გურამ გიორბელიძე მინდორზე მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა.

„კრაკოვია“ 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა, „ზაგლებიე“ კი 17 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113988