ავტოსპორტი

21:30 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რედ ბული 7 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ გასულ სეზონში საბიუჯეტო ჭერის დარღვევის გამო, „რედ ბული“ 7 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, ავსტრიულ გუნდს მომავალი სეზონისთვის მზადების პროცესში, აეროდინამიკურ მილში მუშაობის დრო 10 პროცენტით შეუმცირდა.

FIA-მ ასევე გამოაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას „რედ ბული“ დათანხმდა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„რედ ბულმა“ 2021 და 2022 წლების მრბოლთა ჩემპიონის ტიტულები (მაქს ფერსტაპენი) და 2022 წლის კონსტრუქტორთა ტიტული მოიპოვა. ხარებისთვის ეს გუნდებს შორის პირველი გამარჯვებაა 2013 წლის შემდეგ.

FIA-მ გამოაცხადა, რომ გასულ სეზონში „რედ ბულმა“ საბიუჯეტო ჭერზე 2.15 მილიონი დოლარით მეტი დახარჯა. სწორედ ამ გადაჭარბების გამო დაჯარიმდა გუნდი 7 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო მანქანის ისეთი მოდიფიკაციისთვის, რომელიც გუნდს და ფერსტაპენს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარებოდა. და თუ ასეა, ჯარიმა შეიძლება ბუზის კბენად ჩაითვალოს, რადგან ხარებისთვის მთავარი მიზანი, ტიტულების მოპოვება იყო. ასეთ ჯარიმას სხვა გუნდებიც სიხარულით დათანხმდებიან, თუ ეს მათ ტიტულს მოაპოვებინებს.

ფორმულა 1-ში საბიუჯეტო ჭერი შარშან შემოიღეს. გასულ სეზონში ჭერი 145 მილიონი დოლარი იყო, მიმდინარე სეზონში კი 140 მილიონი დოლარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114111