ფეხბურთი

18:21 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ალბა და პიკე აღარ სჭირდება

იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ ორი ვეტერანის, ჟორდი ალბასა და ჟერარ პიკეს გასხვისებას შეეცდება - გვამცნობს Sport.es.

ორივე ფეხბურთელის კლუბთან არსებულ კონტრაქტებს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ხელმძღვანელობა მათთან მოლაპარაკებას აპირებს, რათა ხელშეკრულებები ზამთარშივე გაუწვიტოს. ცნობილია, რომ მათ ახლა გუნდში ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ.

რამდენად მოინდომებენ ფეხბურთელები კონტრაქტის ნაადრევად გაწყევეტას, ეს კიდევ საკითხავია.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გავარდა, რითიც რამდენიმემილიონიანი პრემიალურები დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114873