17:23 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს მაისურა 20 ათასად გაიყიდება

მაისურა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელ შემტევს, სერხიო აგუეროს 2012 წლის 13 მაისს ეცვა, აუქციონზე გაიყიდება. ფასი დაახლოებით 20 ათასი გირვანქაა.

ამ დღეს „ქუინს პარკის“ წინააღმდეგ აგუერომ 93-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელმაც 44-წლიანი შესვენების შემდეგ, „სიტის“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

აუქციონი 3 ნოემბერს გაიმართება ეტვოლში (დერბიშირი). ღონისძიება ჯერ კიდევ მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო გადაიდო.

ამჟამად მაისურა ბრიტანეთის მაისურების კოლექციის ეროვნულ საცავში ინახება. საცავის მფლობელის, ნევილ ევანსის თქმით, აგუეროს მაისურის გაყიდვიდან შემოსული თანხა, მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

0.62518