ფეხბურთი

15:16 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ფეხბურთში მსგავსი რაღაცები ხდება, ეს ფიასკო არ არის"

ტურინის „იუვენტუსის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, თან ისე, რომ რამდენიმე პირადი ანტირეკორდი დაამყარა.

გარდა ამისა, სერია A-ში მხოლოდ მერვე ადგილზეა და სკუდეტოსთვის ბრძოლა რომ შეძლოს, სასწაული უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი გადადგომას არ აპირებს, პირიქით, „ბენფიკასთან“ მარცხის მერე თქვა, რომ მსგავსი რაღაცები ფეხბურთში ხდება და ეს წარუმატებლობა არაა.

„ფიასკო? არა, არ არის, ფეხბურთში თამაში შეიძლება წააგო, არსებობს ასეთი საღამოები და ეს მწუხარება ბრაზად უნდა ვაქციოთ. აზრი არ აქვს იმის თქმას, რა უნდა გაგვეკეთებინა უკეთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ „ლეჩესა“ და შემდეგ პსჟ-ზე, რომელთანაც ევროპა ლიგაზე გასვლის ბოლო შანსი გვაქვს, სადაც უნდა გადავიდეთ და ამ ტურნირის მოგება ვცადოთ. ჯგუფში იმიტომ არ ჩავრჩით, რომ დღეს „ბენფიკასთან“ წავაგეთ, ეს წინა ტურებში ცუდი თამაშის ნაყოფია“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი სეზონში 9 მილიონი ევროა, იტალიაში მას სხვა მწვრთნელებთან შედარებით ორჯერ მეტი ანაზღაურება აქვს და ტურინელი კლუბი მის გათავისუფლებას ვერ ახერხებს, რადგან სოლიდური კომპენსაციის გადახდის უნარი არ აქვთ, თვითონ ალეგრი კი „იუვეს“ მიმდინარე სეზონს არც წარუმატებლობად მიიჩნევს და არც პასუხისმგებლობას გრძნობს.

0.102815