ფეხბურთი

14:46 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია: "ესპანეთის ნაკრები მენატრება"

32 წლის ესპანელი ფორვარდი დავიდ ვილია “მარკა”-სთან საუბარში არ მალავს, რომ ნაკრები ძალიან ენატრება. როგორც იცით, ვილია ავსტრალიურ "მელბურნ სიტიში" თამაშობს, სანაკრებო კარიერა კი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. ბოლო სანაკრებო შეხვედრაში მან გოლი გაიტანა – ავსტრალიასთან 3:0 მოგებულ მატჩში.

"მთელი ცხოვრების განმავლობაში მომენატრება ესპანეთის ნაკრები. ჩემი დამშვიდობება ნაღვლიანი გამოვიდა: "ფურია როხა" ხომ ჯგუფში დარჩა. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მუნდიალზე პირველივე მატჩიდან სირთულეები არ მოგვკლებია", – თქვა ვილიამ.

"ელ გუახე" ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: 97 მატჩში 59 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121768