ფეხბურთი

15:04 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი "ლაიფციგთან" ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ჩემპიონთა ლიგის უახლოეს ტურში „ლაიფციგთან“ ვერ ითამაშებს.

ხორვატი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ განაცხადში არაა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ „რეალს“ გერმანულ გუნდთან ფედერიკო ვალვერდე და კარიმ ბენზემაც ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ მერვედფინალში თამაშის უფლება მოპოვებული და ახლა მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძვის.

0.126635