ფეხბურთი

14:40 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის სანჩესი ბავშვობისდროინდელ გასაჭირზე

ცნობილია, რომ ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი სიღარიბეში გაიზარდა. თავად ჰყვება, რომ ახალი ბუცები პირველად 15 წლისამ ჩაიცვა, მანამდე კი ხან თანაგუნდელების მამები აძლევდნენ ნახმარ ბუცებს, ხან მწვრთნელები. ის ახალი ბუცებიც, 15 წლისას რომ ერგო, ქალაქ ტოკოპილიას (სადაც სანჩესი დაიბადა და გაიზარდა) მერმა აჩუქა ერთ-ერთ ტურნირზე საუკეთესო მოთამაშედ აღიარებისთვის.

სანჩესი: "ვიცოდი მალაყის გაკეთება და ხალხი მეუბნებოდა: "მოდი, მალაყი გააკეთე და 50 პესოს მოგცემ". გარდა ამისა, მანქანებს ვრეცხავდი და ამით ვშოულობდი მცირე თანხას. პირველად ახალი ბუცები როცა მაჩუქეს, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი" - უთხრა სანჩესმა ბრიტანულ daily express-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120647