ფეხბურთი

23:07 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ნოტინგემში - „ფორესტმა“ „ლივერპული“ დაამარცხა

ის იყო, „ლივერპულის“ გულშემეტკივრებმა ამოისუნთქეს (ცუდი სტარტის შემდეგ ზედიზედ სამი მოგება), რომ იურგენ კლოპის გუნდმა ისევ წააგო, თან პრემიერლიგის აუტსაიდერ „ნოტინგემ ფორესტთან.“

მერსისაიდული გუნდის ჩვეული სცენარი არ შეცვლილა, სტუმარი ლივერპულელები თითქმის მთელი მატჩის მანძილზე აკონტროლებდნენ თამაშს, საბოლოოდ ბურთის ფლობის პროცენტი 76 გახლდათ 24-ზე მათ სასარგებლოდ, მაგრამ რეალურ შედეგამდე საქმე არ მიდიოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დარწმუნებულნი არიან, მაინც გაიტანენო. შესაძლოა, მეტოქეც ვერ შეაფასეს ჯეროვნად.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი „ნოტინგემმა“ ჯარიმა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა საბოლოო ანგარიშისთვის. ნიგერიელმა ტაივო ავინიმ ზუსტად შეასრულა სტანდარტული და - 1:0.

შედეგად, „ნოტინგემი“ ბოლო ადგილს მოსცილდა და მე-19 საფეხურზე დადგა. „ლივერპული“ კი ისევ მეშვიდე ადგილზეა. თუმცა კვირას და ორშაბათს ლიგაში კიდევ რამდენიმე მატჩია გასამართი და მერსისაიდელები კიდევ შეიძლება დაქვეითდნენ.

„მანჩესტერ სიტიმ“ კვლავ გაიმარჯვა და ისევ შეუჩერებელი იყო ერლინგ ჰოლანდი. ამჯერად ნორვეგიელმა შესვენებადმე მოახერხა დუბლის შესრულბა და ჯამში პრემიერლიგაში 17 გატანილი ბურთი მოუგროვდა. ეს მაშინ, როცა ბომბარდირთა დავაში მისმა უახლოესმა მდევარმა, ტოტენჰემელმა ჰარი კეინმა მხოლოდ 9-ჯერ დაამწუხრა მოწინააღმდეგეები.

ცოტა უცნაურია, მაგრამ „ბრაიტონს“ დაახლოებით ბურთის ფლობის ისეთივე პროცენტი ჰქონდა, როგორიც „სიტის,“ და დროდადრო მაპინძლებზე სიმპათიურადაც გამოიყურებოდა. „თოლიებს“ ეს შეუძლიათ.

„სიტი“ ისევ მეორე ადგილზეა, „ბრაიტონი“ კი - მერვეზე.

დღის გვიან მატჩში „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედეს“ უმასპინძლა და 87-ე წუთზე ჟორჟინიოს პენალტით დაწინაურდა, მაგრამ 94-ზე მანკუნიანელთა ბრაზილიელმა ახალწვეულმა, კაზემირომ იყოჩაღა, შესანიშნავი თავური დაჰკრა და ანგარიში გაათანაბრა.

„ჩელსიმ“ 21 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე დგას. 20-ქულიანი „იუნაიტედი“ კი მეხუთე საფეხურზეა.

ინგლისი

პრემიერლიგა

13 ტური. 22 ოქტომბერი

ნოტინგემი - ლივერპული 1:0

ნოტინგემი. „სიტი გრაუნდი“

1:0 ავონი (55)

ნოტინგემი: ჰენდერსონი, უილიამსი (ლოდი 73), მაკკენა, კუკი, ორიე, იეიტსი, ფროილერი, კუაიატე (მანგალა 80), ლინგარდი (ჯონსონი 64), ავონი (უორალი 64), გიბს-უაიტი

მწვრთნელი: სტივ კუპერი

ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, ვან დეიკი, გომესი, მილნერი (ალექსანდერ-არნოლდი 62), ელიოტი, ფაბინიო, ჯონსი, კარვალიუ (ჰენდერსონი 62), ფირმინო (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 76), სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: უორელი (88), ლოდი (89); გომესი (54)

სიტი - ბრაიტონი 3:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0, 2:0 ჰოლანდი (22, 43 პენ), 2:1 ტროსარი (53), 3:1 დე ბრუინი (75)

სიტი: ედერსონი, კანსელუ, აკანჯი, დიაში, ლაპორტი, როდრი, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი, მაჰრეზი (ფოდენი 62), გრილიში (პალმერი 77), ჰოლანდი (ალვარესი 80)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ბრაიტონი: სანჩესი, ვოლტმანი (ესტუპინიანი 66) , დანკი, უებსტერი, მაკ ალისტერი (გილმორი 87), კაიასედო, მარჩი, ტროსარი , ლალანა (ლამპტი 46), გროსი (სარმიენტო 87), უელბეკი (უნდავი 79)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: მაჰრეზი (54); კაისედო (26), გროსი (61), ესტუპინიანი (74)

ჩელსი - მანჩესტერი 1:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

1:0 ჟორჟინიო (87 პენ), 1:1 კაზემირო (90+4)

ჩელსი: კეპა, ჩალობა, ტიაგუ სილვა, კუკურელია (კოვაჩიჩი 36), ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, ლოფტუს-ჩიკი (ჩუკვუემეკა 79), ჩილუელი, მაუნტი, სტერლინგი (ბროია 79), ობამეიანგი (პულიშიჩი 74)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მანჩესტერი: დე ხეა, შოუ, ვარანი (ლინდელოფი 60), მარტინესი, დალოტი, კაზემირო, ერიკსენი (მაკტომინეი 80) , სანჩო (ფრედი 52), ფერნანდეში, ანტონი, რაშფორდი (ელანგა 81)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ჟორჟინიო (90+2); ანტონი (32), ფრედი (86), შოუ (90)

ევერტონი - კრისტალ პალასი 3:0

1:0 კალვერტ-ლიუინი (11), 2:0 გორდონი (63), მაკნილი (85)

0.107534