ფეხბურთი

11:56 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა დარცმელიას ულამაზესი გოლი ავსტრალიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრალიის A ლიგის მესამე ტურში ბექა მიქელთაძისა და ბექა დარცმელიას „ნიუკასლ ჯეტსმა“ „ველინგტონი“ 3:1 დაამარცხა, დარცმელიამ კი ავსტრალიურ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ბექამ თავი მე-16 წუთზე გამოიჩინა, როდესაც შორი მანძილიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მანამდე, მან საგოლე პასის გაკეთებაც მოასწრო (მეოთხე წუთზე). დარცმელიამ 64-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მიქელთაძე განაცხადში არ იყო, მცირე ტრავმის გამო.

აქვე გეტყვით, რომ „ნიუკასლ ჯეტსს“ მიმდინარე სეზონში ორი მატჩი აქვს და ჩატარებული 6 ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115384