ფეხბურთი

1:32 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

თომა ტაბატაძის ულამაზესი გოლი ყაზახეთის თასის ნახევარფინალში (+VIDEO)

ყაზახეთის თასის ნახევარფინალში თომა ტაბატაძისა და ლუკა იმნაძის „აკჟაიკმა“ ლუკა გადრანის „ტარაზი“ 5:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო ერთი გოლი ტაბატაძემ გაიტანა.

თომამ ანგარიში ულამაზესი გოლით მეოცე წუთზე გახსნა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მან და გადრანმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო იმნაძე მოედანზე 85-ე წუთამდე იყო.

თომა ტაბატაძეს ყაზახეთის თასის მიმდინარე გათამაშებაში 8 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონატში 9 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123018