ფეხბურთი

22:44 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას გოლი დანიის თასზე (+VIDEO)

დანიის თასის 1/16 ფინალში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ სტუმრად „ჰობრო“ დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

„კოპენჰაგენმა“ გოლი მეოთხე წუთზე გაუშვა და 66-ე წუთამდე აგებდა, სანამ ხოჭოლავამ ანგარიში არ გაათანაბრა. ქართველმა მცველმა მეტოქის კარში გოლი თავური დარტყმით გაიტანა. გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც სტუმრებმა 5:3 მოიგეს და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ „კოპენჰაგენი“ 81-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა.

აქვე გეტყვით, რომ დავით ხოჭოლავას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11291