ფეხბურთი

20:38 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მცველი: "კვარაცხელიას არ მეშინია, ძლიერი ფეხბურთელების შეჩერება შემიძლია"

„ემპოლის“ მარცხენა მცველმა ფაბიანო პარიზიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან თამაში არ აშინებს. როგორც მან აღნიშნა, დიდი ფეხბურთელების შეჩერება შეუძლია.

„მარცხენა მცველი ვარ და კვარაცხელიასა და ლეაუსთან პირდაპირი დაპირისპირება არ მომიწევს? მათი არ მეშინია. დაცვით ფაზაში მოვუმატე მას შემდეგ, რაც ნახევარდაცვის ცენტრიდან დაცვის ფლანგზე გადამიყვანეს. ვცდილობ კვირიდან კვირამდე გავაუმჯობესო ჩემი თამაში და სწორედ ამიტომ, არც კვარაცხელიას და არც ლეაუს წინააღმდეგ თამაში არ მაშინებს. ვიცი, რომ შემიძლია დიდი ფეხბურთელების შეჩერება“, - თქვა პარიზიმ.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლისა“ და „ემპოლის“ შეხვედრა 8 ნოემბერს, „სტადიო მარადონაზე“ შედგება.

0.109242