ფეხბურთი

23:44 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ბრუნდება

ბუნდესლიგის მოულოდნელმა ლიდერმა, „უნიონმა,“ კვლავ გაიმარჯვა. ამჯერად დუბლი მიითვალა იანიკ ჰაბერერმა. „დორტმუნდმა“ მათ თითქმის ვერაფერი დაუპირისპირა. ურს ფიშერის გუნდი ლამაზად არ თამაშობს, მაგრამ გუნდურობის მაგალითია. შედეგზე მომართულები არიან და ჯერჯერობით გამოსდით. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ზღაპარი არავინ იცის.

სტუმრები კი ბევრ შეცდომას უშვებდნენ დაცვაშიც და მეორე გოლი ხომ მათი მეკარის, გრეგორ კობელის სინდისზეა.

მოკლედ, 23 ქულიანი „უნიონი“ისევ ერთპიროვნული ლიდერია.

მეორე ადგილზე კი „ბაიერნი“ დადგა. მათ უშუალო კონკურენტი, „ფრაიბურგი“ 5:0 გაანადგურეს და ლიდერს კვალში ჩაუდგენენ.

საინტერესოა, რომ ბავარიელებმა ძალიან იოლად გაიმარჯვეს. „ფრაიბურგმა“ ცოტა გაიბრძოლა, მაგრამ მასპინძლებმა სადავეები ხელში აიღეს და მეტოქე მოსპეს. გაიტანა ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა.

„ბაიერნი“ ბრუნდება.

გერმანია

ბუნდესლიგა

მე-10 ტური. 16 ოქტომბერი

უნიონი - დორტმუნდი 2:0

ბერლინი. „ან დერ ალტენ ფიორსტერაი“

1:0, 2:0 ჰაბერერი (8, 21)

უნიონი: რენოვი, ლეიტე, კნოხე, ბაუმგარტლი, რაიერსონი, რანი ხედირა, ტრიმელი, ჰაბერერი (ტორსბი 62), შაფერი (პანტოვიჩი 87), ბეკერი (ლეველინგი 87), სიბაჩო (ბერენსი 67)

მწვრთნელი: ურს ფიშერი

დორტმუნდი: კობელი, შლოტერბეკი, ჰუმელსი, ზიულე (თორგან აზარი 70), გერეირუ, ჯანი (რეინა 82), მიონიე (მალენი 46), ოზკანი (როისი 46), ბილინგემი, მუკოკო, ადეიემი (ბრანდტი 46)

მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

მსაჯი: ტობიას შტილერი

გაფრთხილება: ბაუმგარტლი (16); ოზკანი (29), შლოტერბეკი (55)

ბაიერნი - ფრაიბურგი 5:0

მიუნენი. „ალიანც არენა“

1:0 გნაბრი (13), 2:0 შუპო-მოტინგი (33), 3:0 სანე (53), 4:0 მანე (56), 5:0 ზაბიტცერი (80)

ბაიერნი: ულრაიხი, დევისი, დე ლიხტი (პავარი 76), უპამეკანო, მაზრაუი (სტანიშიჩი 79), გორეცკა (ზაბიტცერი 76) , კიმიხი, მანე, სანე (ტელი 76), გნაბრი, შუპო-მოტინგი (მუსაილა 66)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

ფრაიბურგი: ფლეკენი, გიუნტერი, ლინჰარტი, გინტერი, სილდილია, ჰეფლერი (კეიტელი 64), ეგეშტაინი, გრიფო (ვაისჰაუპტი 57), დოანი (ჰიოლერი 76), შადე (უ იონ ჩონი 56), გრეგორიჩი (პეტერსენი 56)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

მსაჯი: საშა შტეგემანი

გაფრთხილება: გრეგორიჩი (50), სილდილია (51)

კიოლნი - აუგსბურგი 3:2

0:1 ნიდერლეხნერი (14), 1:1 ტიგესი (47), 2:1 ჰუსეინბაშიჩი (61), 2:2 კალიჯური (69), 3:2 ტიგესი (81)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117876