ფეხბურთი

18:36 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მსაჯებთან კამათი? გამოსწორება ვცადე, მაგრამ ისევ გოლფის თამაში მირჩევნია"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ელჩესთან“ ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ჯერჯერობით, ევროზონაში მოხვედრაზე არ ფიქრობს და მხოლოდ უახლოეს მატჩზეა კონცენტრირებული.

„რეალობა ისაა, რომ ახლა ყურადღება მხოლოდ „ელჩესთან“ მატჩზე გვაქვს, დანარჩენი კი სეზონის ბოლოს უნდა გამოჩნდეს. ვიცით, რომ დიდი კლუბი ვართ, რომელიც ევროთასებზე მუდმივად თამაშობდა. თუმცა, ჩემი პრიორიტეტია გუნდმა შეინარჩუნოს სტილი და გაიუმჯობესოს მენტალიტეტი მომდებო მატჩებში. „ოსასუნასთან“ ძალიან გაგვიმართლა, რადგან მათ 2-3 მაგარი მომენტი ჰქონდათ და პენალტი რომ გაეტანათ, ალბათ ვერ მოვიგებდით.

3 ყვითელი ბარათი უკვე მივიღე? ვცადე გამოსწორება, მაგრამ არ გამომივიდა, ამიტომ, მირჩევნია გოლფი ვითამაშო. პატივს ვცემ მსაჯების მუშაობას და მათ გადაწყვეტილებებს. პირველად სეზონში კვირაში 3 მატჩი გველოდება? ჯერ არ მიფიქრა „სევილიასა“ და „მალიორკასთან“ მატჩებზე, „ელჩესთან“ შეხვედრის გადავწყვეტ იქნება თუ არა როტაცია, ახლა პრიორიტეტი მხოლოდ ხვალინდელი თამაშია“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 8 ტურის შემდეგ 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ბოლო სამ ტურში არ დამარცხებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112939