ფეხბურთი

22:40 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი "ბაზელთან" (+VIDEO)

უეფას კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ უმასპინძლა და გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა 49-ე წუთზე კუთხური კარგად ჩააწოდა და იურაი კუცკამ თავით გაიტანა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა. აღსანიშნავია, რომ „სლოვანი“ ჯერ აგებდა (0:1), მერე სამი გოლი შეაგდო და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ეს უპირატესობა გაანიავა და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 3:3.

გიორგი ჩაკვეტაძემ, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა მე-60 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. რაც შეეხება ჩაკვეს, მან „ბაზელთან“ წინა ტურში ორი საგოლე პასი გააკეთა და მის გუნდს მოგებაში დაეხმარა (2:0). იმ თამაშში გიორგიმ მცირე ტრავმა მიიღო და სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩი გამოტოვა, მაგრამ ამჯერად მოედანზე დაბრუნდა და კიდევ ერთი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

„სლოვანს“ ოთხ ტურში 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 ოქტომბერს, ერევნის „პიუნიკს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115304