ფეხბურთი

10:51 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „დიდი ხანია ლუდი არ დამილევია და ალბათ ერთი ყლუპით დავთვრები“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „რეინჯერსთან“ მეოთხე ტურის მატჩში სტუმრად 1:7 გამარჯვების შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ, განწყობა აბსოლუტურად შეიცვალა. საერთოდ ლუდს გასვლითი შეხვედრების დროს ვსვამთ ხოლმე. დიდი ხანია აღარ დამილევია და ალბათ ერთი ყლუპით დავთვრები.

კვირას „ენფილდზე“ „სიტის“ ვუმასპინძლებთ და ცხადია, იქ სულ სხვა თამაში იქნება. ამიტომ, კარგია მატჩს ისეთი განწყობით შევხდეთ, როგორიც დღეს გავქვს.

7:1 სპეციფიკური ანგარიშია, მაგრამ 2:1-იც რომ მოგვეგო, მაინც მეშვიდე ცაზე ვიქნებოდით სიხარულისგან. ახლა აღდგენის და მომავალი მატჩისთვის მზადების დროა.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100608