ფეხბურთი

10:16 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „ასეთი „ბარსელონა“ არ იმსახურებს ფლეი-ოფში გასვლას“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „ინტერთან“ მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ (3:3), „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი თამაშით მისი გუნდი შემდგომ ეტაპზე გასვლას არ იმსახურებს.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მეტოქე შევავიწრივეთ. ნახევარდაცვში პედრი და გავი გამოირჩეოდნენ. მეორე ტაიმში კი ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით. ჩემპიონთა ლიგაში კი ეს ძვირად ჯდება.

ხასიათის გამოვლენა ვცადეთ, მაგრამ თუ „ინტერს“ შინ ვერ უგებ, შემდგომ ეტაპზე გასვლას არ იმსახურებ. ახლა ყველფერი ჩვენს ხელთ აღარ არის.

ცხადია, პასუხისმგებლობას არ ვიხსნი.“ - ციტიებს ჩავის სიტყვებს Football Italia.

4 ტურის შემდეგ, 4 ქულით, „ბარსელონა“ C ჯგუფში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114729