20:18 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბილინგემი კარიერას „ლივერპულში“ ან „რეალში“ გააგრძელებს

ინგლისური ფეხბურთის „მაგარმა ბიჭმა,“ დორტმუნდის „ბორუსიის“ 19 წლის ნახევარმცველმა, ჯუდ ბილინგემმა იცის დიდი ევროპული კლუბების მისდამი ინტერესის შესახებ. თავად უპირატესობას „ლივერპულს“ ანიჭებს. თუმცა ჯერ ვერ აურჩევია, გადავა თუ არა მერსისაიდულ კლუბში, რადგან რიგში მადრიდის „რეალიცაა“ - გვამცნობს AS.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების შუახაზელი „ბირმინგემის“ აღზრდილია და გერმანულ კლუბში 2020 წლიდან თამაშობს.

0.118251