ფეხბურთი

19:55 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას ეფექტური გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში „პანეტოლიკოსის“ ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა.

„ვოლოსთან“ საშინაო მატჩში ლევანმა მეოთხე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, როდესაც დაახლოებით 30 მეტრიდან, ერთი შეხებით კარიდან გამოსულ მეკარეს აჯობა და ეფექტური გოლი გაიტანა. შენგელია მოედანზე 72-ე წუთამდე იყო. 26 წლის ქართველ ნახევარმცველს საბერძნეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ვოლოსთან“ შენგელიას გუნდი მე-16 წუთზე 2:0-ს იგებდა, მაგრამ 20 წუთში ტაბლოზე 2:2 ეწერა, ხოლო ტაიმის ბოლოს მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, 78-ე წუთზე კი „ვოლოსმა“ მესამეც გაიტანა და საერთოდაც მოიგო - 2:3.

„პანეტოლიკოსს“ შვიდ ტურში 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ოქტომბერს, სტუმრად „ასტერასთან“ გამართავს.

0.111408