ფეხბურთი

18:58 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "ბორდომ" მიქაუტაძის "მეცი" დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და დავითაშვილი გაცილებით აქტიურობდა. სწორედ მან დაიწყო ქუსლით კომბინაცია, რომლის შედეგად ჟირონდელებმა ტაიმის მიწურულს პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ჯოშ მაიამ ანგარიში გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და დამაჯერებლად მოიგეს.

დავითაშვილი მინდორზე 70-ე წუთამდე იყო, ხოლო მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

„ბორდო“ 11 ტურის შემდეგ 23 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს, „ბასტიას“ ესტუმრება, ხოლო „მეცი“ 14 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდა და მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, შინ „სოშოსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100948