კალათბურთი

22:10 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 5 ქულა "ატლანტა ჰოუქსთან"

NBA-ს პრესეზონზე აბუ დაბიში „მილუოკი ბაქსი“ „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 113:123 დამარცხდა. „მილუოკიმ“ მეტოქეს მხოლოდ პირველ პერიოდში აჯობა, მერე კი „ჰოუქსი“ უკეთ ათამაშდა და გამარჯვებაც მოიპოვა.

სანდრო მამუკელაშვილმა 14:46 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„მილუოკი ბაქსი“ მომდევნო საჩვენებელ შეხვედრას 8 ოქტომბერს, ისევ „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართავს.

0.110817