ფეხბურთი

11:23 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად - მხოლოდ უკრაინული „შახტარი“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ (1:2), დონეცკის „შახტარი“ ტურნირის ისტორიაში პირველად გავიდა მინდორზე მხოლოდ უკრაინელი ფეხბურთელებით - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ტრუბინი, მიხაილიჩენკო, ბონდარი, მატვიენკო, კონოპლია, სტეპანენკო, ბონდარენკო, სუდაკოვი, მუდრიკი, ზუბკოვი, შვედი.

88-ე წუთზე შეცვლაზე შევიდნენ ხორავტი ნევენ ჯურასეკი და ბურკინაფასოელი ლასინა ტრაორე.

სამი ტურის შემდეგ „შახტარი“ F ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 9-ქულიანი „რეალი“ გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175417