ფეხბურთი

23:00 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ზედიზედ მესამე და "მარსელის" პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგა სამკვირიანი პაუზის შემდეგ მესამე ტურით განახლდა, რომლის საწყისი ორი მატჩი C და D ჯგუფებში გაიმართა.

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს და „ბარსელონასა“ და „ინტერის“ ძლევის შემდეგ ჩეხეთის ჩემპიონ „პლზენს“ რომ აჯობა, რა გასაკვირია. იულიან ნაგელსმანის გუნდმა დიდი უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვა და საბოლოოდ 5:0 მოიგო. დუბლით ლეროი სანე გამოირჩა, თითოჯერ სერჟ გნაბრიმ, სადიო მანემ და ერიკ ჩუპო-მოტინგმა გაიტანეს. „რეკორდმაისტერს“ სამ ტურში 9 ქულა აქვს და ჯგუფს უდანაკარგოდ, ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი ისევ „პლზენს“ შეხვდება, ოღონდ - სტუმრად.

D ჯგუფში მარსელის „ოლიმპიკმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ პირველად მოიგო. იგორ ტუდორის გუნდმა ცარიელ „ველოდრომზე“ ლისაბონის „სპორტინგს“ უმასპინძლა, რომელიც ამ ტურამდე 6 ქულით და ლიდერის სტატუსით იწონებდა თავს. ეს მატჩიც პორტუგალიელთათვის კარგად დაიწყო და მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ „მარსელის“ შეჩერება შეუძლებელი გახდა. ფრანგებმა 4 გოლი გაიტანეს და 4:1 მოიგეს. „მარსელს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, ხოლო „სპორტინგს“ – 6.

„ბაიერნი“ – „პლზენი“ 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 სანე (7), 2:0 გნაბრი (13), 3:0 მანე (21), 4:0 სანე (51), 5:0 ჩუპო-მოტინგი (59)

„მარსელი“ – „სპორტინგი“ 4:1 (3:1)

გოლები: 0:1 ტრინკაო (1), 1:1 სანჩესი (13), 2:1 ჰარიტი (16), 3:1 ბალერდი (28), 4:1 მბემბა (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113387