ფეხბურთი

17:10 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "კანკავას გარეშე გუნდი ვერ წარმომიდგენია, ბრილიანტია"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გარეშე გუნდი ვერ წარმოუდგენია.

„ჯაბა კანკავას გარეშე გუნდი ვერ წარმომიდგენია რას ვიზამთ მის გარეშე - ეს რამდენიმე მატჩში გამოჩნდა. ის ჩვენთვის ნახევარდაცვის შუაგულში ბრილიანტია. ასეთი გულის 11 მოთამაშე თუ გყავს, შეგიძლია კაბინეტში დაჯდე და ტელევიზორს უყურო. ირგვლივ უნდა ვიპოვოთ ის მოთამაშეები, რომლებიც კლუბისთვის მისნაირად იბრძოლებენ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც უნდა დაგვეხმარონ“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა „სლოვანში“ 2021 წლის ზაფხულში გურამ კაშიასთან ერთად გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101833