ფეხბურთი

13:22 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ ზიდანის მიღწევა გააუმჯობესა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ზინედინ ზიდანის რეკორდი გააუმჯობესა. ესპანელი გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც სტუმრად ზედიზედ 18 მატჩი არ წააგო.

„ბარსელონამ“ გასვლაზე ჩატარებული ამ 18 თამაშიდან 13 მოიგო, ხოლო 5-ჯერ ფრეს დასჯერდა.

ძველი რეკორდი ზიდანს ეკუთვნოდა, რომლის ხელმძღვანელობით „რეალმა“ 2016 წელს სტუმრად ზედიზედ 17 წაუგებელი თამაში ჩაატარა (13 მოგება და 4 ფრე).

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში შვიდი ტურის შემდეგ 19 ქულით ლიდერია.

0.124495