ფეხბურთი

1:09 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოსაწყენი ლიდერი

„ბარსელონამ“ პრიმერაში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და 19 ქულით გათამაშების ცხრილს ისევ სათავეში ჩაუდგა. თუმცა უშუალო კონკურენტი „რეალი“ კვირას „ოსასუნას“ მასპინძლობს და სავარაუდოდ ისევ გაუცვლის კატალონიელებს ადგილს.

„ბარსელონამ“ ზედიზედ მეთერთმეტედ დაამარცხა „მალიორკა.“ თამაში, წინამორბედებისგან განსხვავებით, კარგი საცქერი არ ყოფილა. გასახსენებელიც ბევრი არაფერია. ჩავის გონებაში ალბათ „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის მომავალი მატჩი უტრიალებდა და მაქსიმალურად ეცადა ნაკლები ძალების დახარჯვით მოეპოვებინა სამი ქულა. თანაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც სანაკრებო პაუზისას დაშავდნენ.

რობერტ ლევანდოვსკიმ კი მართალც ულამაზესი გოლი გაიტანა. საჯარიმოს სიახლოვეს ჯერ მცველი გააბითურა, შემდეგ კი ბილიარდის ბურთულის სიზუსტით ჩასვა სფერო მარჯვენა დაბალ კუთხეში.

„ატლეტიკოს“ ბოლო წლებში სევილიაში ადვილი გასეირნება არ ჰქონია. ანდალუსიელები კერკეტ მოწინააღმდეგედ ჩამოუყალიბდნენ დიეგო სიმეონეს გუნდს. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. „რამონ სანჩეს პისხუანზე“ ბრძოლა არ გამოვიდა. სტუმარმა მადრიდელებმა აშკარად აჯობეს მასპინძლებს და კიდევ შეგვახსენეს, რომ „სევილია“ მართლაც მძიმე კრიზისშია და გამოიყვანს თუ არა მათ ამ ვითარებიდან ამჟამინდელი დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი, თუ სხვა სპეციალისტი, ჯერ უცნობია.

სევილიელბს გაუმართლათ, რომ მადრიდელები მიზანში ყოველთვის ზუსტად ვერ ურტყამდნენ, თორემ ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.

გოლები კი მარკოს ლორენტემ და ალვარო მორატამ გაიტანეს. „ატლეტიკო“ ახლა 13 ქულით ცხრილში მე-5 ადგილზეა. „სევილია“ კი გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულთ უსწრებს.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

7 ტური. 1 ოქტომბერი

მალიორკა - ბარსელონა 0:1

პალმა დე მალიორკა. „ვიზიტ მალიორკა ესტადი“

0:1 ლევანდოვსკი (20)

მალიორკა: რაიკოვიჩი, მაფეო, რაილიო, ვალიენტი, კოლეტე, კოსტა (კუფრე 77), ბაბა, გალარეტა (ლაგო 85), სანჩესი (როდრიგესი 67), ლი, მურიკი

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ბალდე, პიკე, კრისტენსენი, ალბა (რობერტო 80), ბუსკეტსი, კესიე (პედრი 67), გავი, დემბელე (ტორესი 80), ლევანდოვსკი, ფატი (რაფინია 67)

მწვრთნელი: ჩავი

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

გაფრთხილება: კოსტა (42), ვალიენტი (83); კრისტენსენი (39), პიკე (39), კესიე (45), ბუსკეტსი (74)

კადისი - ვილიარეალი 0:0

გაძევება: კარსელენი (90+3) - კადისი

ხეტაფე - ვალიადოლიდი 2:3

0:1 ლეონი (20 პენ), 1:1 მაიორალი (29), 2:1 დამიან სუარესი (31), 2:2 ლეონი (37), 2:3 პლანო (49)

73-ე წუთზე უნალმა (ხეტაფე) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

სევილია - ატლეტიკო 0:2

0:1 ლორენტე (29), 0:2 მორატა (57)

0.109956