ფეხბურთი

23:25 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: "ვარანი დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა რაფაელ ვარანის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფრანგი დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. გარდა ამისა, მან ერიკ ტენ ჰაგიც გააკრიტიკა.

„რატომ უშვებს ისეთი კლუბი, როგორიც „რეალია“, ვარანს გუნდიდან? გასულ სეზონშიც ვხედავდით, რომ ის კარგად არ იყო. არ მგონია, რომ ეს შესანიშნავი ტრანსფერია. ვარანი დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ დღეს აღარ არის.

ტენ ჰაგს სურს აქცენტის ბურთის ფლობაზე გაკეთება, მაგრამ „იუნაიტედში“ ეს შეუძლია. ამას ვან გაალი უკვე ცდილობდა, თუმცა „ოლდ ტრაფორდის“ პუბლიკა ნერვიულობდა, როდესაც ხედავდნენ, რომ მეკარე სარისკო პასს აკეთებდა. ჩვენ „მანჩესტერში“ ვართ და არა „ბარსელონაში“ ან „აიაქსში“. ახლა ის ხვდება, რომ არ ჰყავს შესაბამისი ფეხბურთელები ამ ტიპის თამაშისთვის. მაგალითად, დე ხეა არაა დიდი ფეხბურთელი, ამიტომ, უნდა ითამაშო შენი ძლიერი მხარეების გამოყენებით“, - თქვა სქოულზმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111146