ფეხბურთი

11:52 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: „ვარ-ი ფეხბურთის ხიბლს კლავს“

ლეგენდარულმა ფრანგმა ვარსკვლავმა, ტიერი ანრიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ, ვარ-ი (ვიდეორეფერი) ნეგატიურად აისახება ფეხბურთის განვითარებაზე.

„გოლს გაიტან და არ იცი, იზეიმო თუ არა. ბედნიერებისგან შეხტე, გაიხარო? თუ მხიარულება არ ღირს? ვარ-ი ფეხბურთის ხიბლს კლავს.“ - ციტირებს ანრის სიტყვებს L’Équipe.

შეგახსენებთ, რომ კარიერის საუკეთესო ნაწილი ანრიმ ლონდონის „არსენალში“ გაატარა, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა, ამდენჯერვე გახდა პრემიერლიგის საუკეთსო მეგოლე და დღემდე „მეთოფეთა“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

თეგებიტიერი ანრი
0.116377